ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული განათლების ცენტრის ხელმძღვანელმა ლევან წიქარიძემ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებულ ორდღიან საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა.
კონფერენცია, რომელზეც განათლების ხარისხის უზრუნველყოფის კონტექსტში უმაღლესი, პროფესიული, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მიმართულებით მიღწევებსა და გამოწვევებზე იმსჯელეს, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ გახსნა.
კონფერენციის ფარგლებში გაიმართა პანელური დისკუსია, რომელშიც ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. დისკუსია ავტორიზაციის პროცესში გამოვლენილ გამოწვევებს, მიღწეულ შედეგებსა და შეძენილ გამოცდილებებზე მსჯელობას დაეთმო. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ განათლების საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები.